ვერცერთი უთავმოყვარეო ავტოკრატი ვეღარ მიიტაცებს ჩვენს დღის წერიგს - ვერც ანკესზე წამოცმული მიშას ფოტოების სავსავით, და ვერც იმ 8 კაციანი რაზმით, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ეს დიდებული აქცია დავაორგანიზეთ პასუხისმგებლიანმა, დემოკრატიულმა პარტიებმა და ძალებმა, რომლებმაც
1. ერთი მხრივ, უარი ვთქვით რეჟიმთან კოლაბორაციაზე 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებულ ფარსში.
2. მეორე მხრივ, გავემიჯნეთ იმ უპასუხისმგებლო, კატასტროფულ ავანტიურას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისი უსინდისო მინიონების ბანდამ დაატეხა ქართველ ხალხს.
ამ პირობით ვმონაწილეობდით და ვიმონაწილევებთ ნებისმიერ პოლიტიკურ პროექტში - მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან, ავტოკრატიების გარეშე.
მიზეზი მარტივია - ავტოკრატია და დემოკრატია ერთმანეთს გამორიცხავს.
ვერცერთი უთავმოყვარეო ავტოკრატი ვეღარ მიიტაცებს ჩვენს დღის წერიგს - ვერც ანკესზე წამოცმული მიშას ფოტოების სავსავით, და ვერც იმ 8 კაციანი რაზმით.
დავუპირისპირდები საჯაროდ, კამერების წინ ყველა ხბომადიდებელ იდიოტს, რომელიც სააკაშვილის ფოტოებით სხვისი დღის წესრიგის მიტაცებას შეეცდება.
და ეს ჩემი და ჩემი პარტიის ჯანში წავა.
გველეშაპს, რომელიც საქართველოს ისტორიული მისიის აღსრულებას წინ ეღობება, რამდენიმე ავტოკრატი თავი აქვს - ყველას სიამოვნებით დავაცლი და ქართველი ხალხი მადლობას მეტყვის ამის გამო.
ასე მჯერა და ასე იქნება
P.S. ანუ სადაც მაგ უთავმოყვარეო ბელადს შემომტენით, ყველგან თავზე გადაგახევთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.