ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერიკ ოტოსონი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპაში მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.
აღნიშნულ ვიდეომიმართვას უერთდებან სლოვაკეთის პარლამენტის, პოლონეთის სეიმის და სენატის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების, ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის, ფინეთის ევროპულ საქმეთა კომიტეტის, ასევე ავსტრიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები. ასევე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი. [პირველი არხი]