შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მაღალი დონის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.
საუბარი, ასევე, შეეხო ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და ამ მხრივ ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქმენეთის მხარესთან სამართალდაცვით
სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამიონისტროს პრესსამსახური ავრცელებს