ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. ეს სანქციები უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიებს "როსნეფტსა" და "ლუკოილს" შეეხება.
ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნულია, რომ შეზღუდვები დაწესებულია რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო პროცესისადმი სერიოზული ვალდებულებების არარსებობის გამო.
„ახლა დროა, შეწყდეს მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა. პრეზიდენტ პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზიო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომლებიც აფინანსებენ კრემლის ომის მანქანას.
ფინანსთა დეპარტამენი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას კიდევ ერთი ომის დასრულებისკენ.
მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ ამ სანქციების აღსრულებაში“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა.