აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ამის შესახებ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„პუტინთან შეხვედრა გავაუქმე. ვიფიქრე, რომ საჭრო შედეგს ვერ მივაღწევდით, ამიტომ ასე მოვიქეცი. ჩვენ [პუტინთან] ყოველთვის კარგი საუბარი გვაქვს, მაგრამ შემდეგ შედეგი არ მოჰყვება“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე და განაცხადა, რომ წვრთნებს სულ მცირე ექვსი თვე დასჭირდება.
„Tomahawk-ის გამოყენების სწავლას სულ მცირე ექვსი თვე დასჭირდება. ერთადერთი შესაძლებლობაა, თუ ჩვენ (აშშ) მათ გავუშვებთ. თუმცა, ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ,“ - განაცხადა ტრამპმა.