რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოქალაქეებმა ტერიტორია ტრადიციულად ლენტებით შემოსაზღვრეს.
პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას სტვენითა და შეძახილებით - “ბოლომდე, ბოლომდე!” შეხვდნენ.
აქციის მონაწილეებს პოლიციამ უკე მოუწოდა, სავალი გზა გაათავისუფლონ, თუმცა უშედეგოდ. პოლიციის გაფრთხილებას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.
ფოტო: რადიო თავისუფლება