პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
პაპუაშვილისა და კერესელიძის შეხვედრა პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის თემა პარტიის საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები იყო.
შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის იმ 12 წევრს შორისაა, რომლებიც პარლამენტში შევლენ.