„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ეხმიანება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„„ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“, გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება, რეჟიმს პირი მობანონ და ე.წ. პარლამენტში შევიდნენ. ზუსტად ისე უნდა ჩაირეცხონ, როგორც „ქოცები“ და ზუსტად ისე უნდა იყვნენ აღქმული, როგორც „ქოცები“. ხელფასს დახამებული მონები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ე.წ. პარლამენტში შესვლა გადაარჩენთ და ბიძინას სისტემური ოპოზიციის როლს მოირგებენ. რეალურად ძალიან კარგია ეს პროცესი. ყველა ნაძირალას სახეს ახევს“, – წერს ანა წითლიძე.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.