პარლამენტთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს.
მანამდე, მოქალაქეებმა, რომელთაც საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ, სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.
ისინი გზიდან მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, შემდეგ კი ადგილზე მყოფმა პოლიციამ მიმართა მათ, რომ გზის ხელოვნური გადაკეტვა კანონით დაუშვებელია და ამიტომ საავტომობილო გზა უნდა გაეხსნათ.
მოქალაქეები სამართალდამცველების მოთხოვნას დაემორჩილნენ და პარლამენტის მიმდებარედ, საავტომობილო გზის ორივე მხარეს, ქვეითთა სავალი ნაწილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რუსთაველზე გზა ხელოვნურად გადაიკეტა. მათი თქმით, თუ აქციის მონაწილეები გზას არ გახსნიან, შსს სამართალდამრღვევების იდენტიფიცირებას მოახდენს და კანონით განსაზღვრულ ზომებს გაატარებს.
დღეს უწყვეტი პროტეტის 325-ე დღეა.