თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძისა და აქტივისტის კახა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა. მათ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცეს.
გამოკითხვის შემდეგ ნადიმ ხმალაძე და კახა კვეკვესკირი აცხადებენ, რომ მათ ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
"მოვაწერე გაუთქმელობას ხელი და დეტალებში ვერ შევალ. კითხვები იყო 4 ოქტომბერზე და იმის იქით არაფერი. 4 ოქტომბერს ვიყავი ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ყველა. ალბათ ასეთი ქემდებებით (გამოკითხვა) ხალხის დაშინება უნდათ.არ მეგულება ადამიანი, ჩემს წინააღმდეგ რაიმე ჩვენება მისცეს, ამის მიზეზი არმგონია ვინეს ჰქონდეს", - ამბობს ხმალაძე.