„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ახალი დანაშაულის ჩადენის და გამეორების საფრთხეს ხედავს, ამიტომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.
"აქ არიან ჩემი უახლოესი ადამიანები, სახელმწიფო ინსტოტუტები, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. მე მაოგნებს იმ ადამიანის საქციელი, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ჩემი უსაზღვრო ნდობამ ჩამაგდო ასე. მიუხედავად ამისა არ მინდა კონფლიქტის გაგრძელება. მიუხედავად იმისა რომ შევცდი, მე მომატყუეს, დღეს რაც გააჩნია ქალბატონ ხათუნას ჩემი შეძენილია. ისიც , სადაც მის შვილებთან ერთად ცხოვრობს. მის შვილებს გადაცევი საჩუქრად ჩემს შვილებზე ასჯერ უკეთესი პირობებით. ამის შემდეგ უამრავი საჩუქარი გავუკეთე, მინდოდა ოჯახის შენარჩუნება, მითხრა თუ ამას გადავუფორმებდი, დაუბრუნდებოდა ოჯახს და ამიტომ ვაჩუქე სამივე ქონება, რომწლიც მოცულობით დიდია და რომ დაკმაყოფილდა მისი სურვილი, მერე ახვანაირად მოიქცა. დაარღვია ის პირობა რაც მომცა. მან მომატყუა მაგრამ მე არ გავურბივარ პასუხისმგენლიბას. რასაც სასამართლო გადაწყბიტავს იმას დავემორჩილები. როცა მეტყვით მაშინ მოვალ. მე 82 დღეა საპრ9ბილეში ვარ. მყავს ოჯახი რომელზეც მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობამ ასევე 6 შვილი რომელსაც პატრონობა სჭირდება. 3 არასრულწოვანია და განსაკუთრებულად ვჭორდები. ასევე ამდენი სახელმწიფო ჯილდოები სახელმწიფომ იმიტო ხო მომცა რომ.მენდო, რომ ამას იმიტომ ვაკეთებდი რომ სახელმწიფო ჩამოყალიბენულიყო, გაძლიერებულიყო, ყველა მიმართულებით მიბრძოლია. გთხოვ, არ ჩამკეტოთ ციხეში და მომცეთ საშუალება ჩემი ვალდებულებები შევასრულო. ახლა გთხოვთ, რომ მომცეთ საშუალება როგორც 6 შვილის მამას, ოჯახის პატრონს, რომ შევასრულო ვალდებულებები და არ გავეცქევი პასუხისმგებლობას. მე გთხოვთ უმორჩილესაც რომ ეს თხოვნა მიიღოთ", - "ტვ პირველის" ცნობით განაცხადა კურტანიძემ სასამართლო სხდომაზე.
შემდეგი სხდომა მოსამართლემ 29 ოქტომბერს 16:30 საათზე ჩანიშნა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს.
ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო: "ბათუმელები"