საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრებმა, გივი სანიკიძემ და დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 13-14 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით გამართულ გენერალურ ასამბლეასა და თავმჯდომარეთა შეხვედრაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირები.
კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის საორგანიზაციო საკითხები, რომელსაც სემეკი 2026 წელს ქ.თბილისში უმასპინძლებს. გარდა ამისა, გივი სანიკიძემ და დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს განახლებადი ენერგიის თვითმოხმარების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და მცირე ქსელების საკითხების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) აერთიანებს 40-ზე მეტი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოს და წარმოადგენს პლატფორმას ენერგეტიკის სექტორში გამოცდილების გაცვლისა და რეგულირების სტანდარტების განვითარებისთვის. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.