სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა 15 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ Reuters სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
ეს ალ-შარაას პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში მას შემდეგ, რაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთში გაიქცა.
სირიელი და რუსი პოლიტიკოსები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, ასევე დამასკოსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის გზებს განიხილავენ.
ალ-შარაა რუსეთ-არაბეთის სამიტზე დასწრებას გეგმავდა, რომელიც მოსკოვში 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი.
სამიტი გადაიდო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღაზას საკითხზე ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის გამო.
მიუხედავად ამისა, ალ-შარაამ გადაწყვიტა, რუსეთში ვიზიტი არ გაეუქმებინა.
ვიზიტის ფარგლებში, იგი ასევე შეხვდება რუსეთში სირიის დიასპორის წარმომადგენლებს.