"საქართველოს ვერ დაატყვევებ"- თბილისში, ვერის ბაღიდან რუსთაველის გამზირამდე, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.
მარშის მონაწილეები მსვლელობოთ პარლამენტთან უკვე მივიდნენ და საპტროტესტო აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ თან აქვთ ბანერი, წარწერებით: „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს! ჩვენ ვართ საქართველო! ვერ შეგვაშინებთ! ყველას ვერ დაგვიჭერთ!“
ამჟამად რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
ფოტო: რადიო თავისუფლება