4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცახდებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასგაასაჩივრებენ.
"აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, იგი წერილობითი სახით ჩვენ არ გადმოგვცემია და შესაბამისად, მისი შინაარსიც ზუსტად არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, იგი იქნება იგივე შნაარსის, რა შინაარსისაც იყო იგივე ხასიათის დადგენილები პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის, დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ხაბეიშვილით. ეს ნიშნავს, რომ 71 წლის მსოფლიო დონის მომღერალს წაართვეს უბრალოდ შვილებთან და შილიშვილებთან კომუნიკაციის საშუალება და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს. პაატა ბურჭულაძე რომ კრიმინალებს არ ხვდება და კრიმინალურ ორგანიზაციას არ მართავს ციხიდან, მემგონი, ეჭვს ეს არავისთვის არ იწვევს თუ სულელი არ არის უბრალოდ. შესაბამისად, ეს არის ადამიანის გამწარების, ადამიანისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების ერთ-ერთი გზა", - განუცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ "ტვ პირველს".