გამოკითხვაზე ფორმალურად ვიყავით დაბარებული სუს-ის მიერ, მათი ვერსიით, ამოღებული იარაღის საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
“ჩვენ ფორმალურად დაბარებული ვიყავით სუს-ის მიერ, მათი თქმით, მათი ვერსიით ამოღებული იარაღის საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. მე პირადად, მგონია, რომ ისევ სუს-ის მიერ მოგინილი თემაა, როგორც ბევრი წლის წინ საბურავების თემა, რომლიც ნაგავსაყელზე იპოვეს და თქვეს, რომ ოპოზიცია ამზადებდა ამ საბურავებს რაღაცისთვის. დღემდე ეს საქმე თაროზეა შემოდებული და არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. რაც ადასტურებს, რომ ეს იყო შეთითხნილი საქმე, ისევე როგორც მიმდინარე პოლიტიკური საქმეები.
ჩვენ ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ თავისუფლად შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. მათ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა, თუმცა ადგილი ჰქონდა მცდელობას, რომ პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელის ამ კონკრეტულ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება იმ საქმეს, სადაც მსოფლიო ბანს ბრალდებულის სტატუსი აქვს. ამ კითხვებზე პასუხი მათ ბუნებრივია ვერ მიიღეს"- თქვა თუთბერიძემ.
მისი თქმით, დაკითხვაზე დაბარების რეალური მიზეზი იყო, პაატა ბურჭულაძის შეტყუება, რათა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.
„ცდილობდნენ, გამოეძალათ ინფორმაცია – რას აორგანიზებდა, ვისთან ერთად აორგანიზებდა, ყველაფერზე მიიღეს შესაბამისი პასუხი. შავი პიარისთვის, რეპუტაციის შელახვისთვის ეძებენ საკენკს“, – განუცხადა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს.