აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას სჯერა, რომ ღაზის სამშვიდობო გეგმა განხორციელდება, რადგან კონფლიქტში ჩართული და დაზარალებული ქვეყნები „ომით დაიღალნენ“. ამის შესახებ CNN იუწყება.
ტრამპის თქმით, ყველა დაიღალს ომით.
არ დაგავიწყდეთ, რომ 7 ოქტომბერი საშინელი დღე იყო, 1200 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ „ჰამასმა“ 58 000 ადამიანი დაკარგა. ეს ძალიან დიდი ფასია, დიდი ფასია გადახდილი. ხალხი ამას ხვდება.
„ვფიქრობ, ყველა დაიღალა ბრძოლით. ეს ნამდვილად სარგებელს მოუტანს მთელ ახლო აღმოსავლეთს, ის ღაზის ფარგლებს სცილდება - ღაზა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ღაზის ფარგლებს სცილდება, ეს მშვიდობაა ახლო აღმოსავლეთში და ეს შესანიშნავია,“ - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე, „ჰამასის“ მთავარმა წარმომადგენელმა, ხალილ ალ-ჰაიამ, ღაზის სექტორში „ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაშია, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარები გასულ ღამეს მთავრობის მიერ დამტკიცებული შეთანხმების შესაბამისად ტერიტორიიდან გადიან.
„ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად 72-საათიანი ვადა დაიწყო, ასევე შეთანხმების თანახმად, ისრაელში მყოფი თითქმის 2000 პალესტინელი პატიმარი და დაკავებული პირი, გათავისუფლდება.