რუსთაველის გამზირზე ექიმების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ექიმები სოლიდარობას უცხადებენ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ პედიატრს, გიორგი ჩახუნაშვილს.
პოლიციამ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავა. მისი დაკავება უკავშირდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. დღეს კი პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ სასამართლოს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.