შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს განცხადებით, ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.