ციხიდან იმისთვის გამოგვიშვეს, რომ დავეკავშირებინეთ ვითომდა ძალადობრივი დამხობის მცდელობასთან - ამის შესახებ კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ მიეცემოდათ საფუძველი, "ლელო" რამენაირად 4 ოქტომბერს მომხდარ პროვოკაციასთან დაეკავშირებინათ.
"ციხიდან იმისთვის გამოგვიშვეს, რომ პირველი - გამოშვებისას გავტეხილიყავით და გვეთქვა, რომ არჩევნებში აღარ მივიღებთ მონაწილეობას. იმ დროს გამოგვიშვეს, რომ ვინიცობა არ გადაგვეწყვიტა და კანდიდატად დავრეგისტრირებულიყავით, ეს შესაძლებლობა ამოწურულიყო და მესამე- ცდილობდნენ ჩვენ დავეკავშირებინეთ ვითომდა ძალადობრივი დამხობის მცდელობასთან და აგერაა კობახიძის განცხადებები, არჩვენების დღეს, სადაც საუბრობდა, თითქოს, ლელო გეგმავდა ძალადობრივ დამხობას, შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით დაძრწოდნენ სუს-ის აგენტურა და ეძებდნენ იქნებ ვინმეს, ჩვენი პარტიული სიიდან თანხმობა განეცხადებინა, რომ გასამრჯელოს ნაცვლად, იმედზე გაეკეთებინა განცხადებები. ზუსტად, „იმედზე“ დაიბეჭდა, რომ აბაშის პარტიული სიის წევრი, ბატონი ქორქია ამბობს, რომ ლელოს რიგები დატოვა, არჩევნების დღეს იმიტომ, რომ ვითომ ჩვენ ძალადობრივი დამხობისკენ მოვუწოდებდით. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მიეცემოდათ საფუძველი, ჩვენ რამენაირად ამ პროვოკაციასთან დავეკავშირებინეთ, რაც მოხდა 4 -ში",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.