შეკრებაც შეიძლება, შეიზღუდოს, მით უმეტეს რა შეკრებაც იმართება ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს კანონის მიხედვით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ექვემდებარება შეზღუდვას როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეთოდური მიდგომით ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ,
„კანონში რა ლოგიკაა და ადამიანის უფლებების სტანდარტებში რა ლოგიკაა - შენ საკმარისად თუ არ ხარ შეკრებილი რომ ქუჩა გადაკეტო, პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ.
ერთ-ერთი აქციის მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას. ეს ვიგინდარა მართლა, მეტი სიტყვა არ შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ გამოვიყენოთ, იაშვილიდან გააგდეს იმის გამო, რომ ბავშვებს პარავდა გასაყუჩებელ, მკურნალობისთვის განკუთვნილ მორფს. ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და ევროპაზე მელაპარაკება რუსთაველის გამზირიდან. ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი. კანონის ფარგლებში, მაგრამ საკადრისი მკაცრი პასუხის გაეცემა ყველა უცხოელ აგენტს, რომელიც თავს აფარებს ამ პოლიტიკურ პროცესს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.