არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება „ქართულ ოცნებას“ ინკლუზიური დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს. მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.