აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასრულებასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა.
„ჰამასთან“ და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან (არაბებთან, მუსლიმებთან და ყველა სხვასთან) ამ შაბათ-კვირას ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები გაიმართა მძევლების გათავისუფლების, ღაზაში ომის დასრულების და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით. ეს მოლაპარაკებები ძალიან წარმატებულია და სწრაფად მიმდინარეობს. მითხრეს, რომ პირველი ეტაპი ამ კვირაში უნდა დასრულდეს და ყველას ვთხოვ, სწრაფად იმოქმედოს“,- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
The Times of Israel წერს, რომ უცნობია, რას გულისხმობს ტრამპი „პირველ ეტაპში“ და გულისხმობს თუ არა მძევლების გათავისუფლების დაწყებას ამ კვირაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ მძევლები გაათავისუფლებენ Sukkot-ის ერთკვირიან დღესასწაულზე, რომელიც ორშაბათს საღამოს იწყება და მას 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის წლისთავის აღნიშვნა მოჰყვება.