მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე უკანონოდ დაატყვევა უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას, - ამის შესახებ მათქვამია პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ გავრცელენულ განცხადებაში.
"მადლობა იმ გულწრფელ ასიათასობით მოქალაქეს, ვინც გუშინ ქვეყნის დასაცავად იდგა!
რეპრესიებისა და პოლიტიკურ პატიმართა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, თქვენი შეგნებული, ურყევი პროტესტი გვაძლევს ძალას და არ შეგვიძლია უკან დავიხიოთ, არ შევჩერდებით და არ დავნებდებით. დღესაც, ხვალაც და ვიდრე საჭირო იქნება ვიქნებით რეჟიმთან წინააღმდეგობაში სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!
მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე უკანონოდ დაატყვევა უნდა იცოდნენ, რომ ვერანაირი რეპრესიები და ძალადობა ვერ შეაჩერებს საქართველოს გათავისუფებისთვის აგორებულ უზარმაზარ ეროვნულ ტალღას.
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!
ერთად ვიბრძვით და ერთად მოვიპოვებთ გამარჯვებას! ძალა ერთობაშია!"- აღნიშნულია განცხადებაში.