აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი.
ვითარება ორბელიანის მოედანზე, კერძოდ, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფლების მოედანზე აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ათონელის ქუჩაზე გადაენაცვლებინათ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, დააზიანეს. სასახლის შენობის ჯებირები.
ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ გამოიყენა ე.წ. გაზის კაფსულები და წყლის ჭავლი. ადგილზე მოქალაქეებმა ბარიკადების სახით განალაგეს სხვადასხვა ნივთები - სკამები და მაგიდები. ასევე, დაწვეს ადგილზე არსებული ინვენტარი.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირზე.