საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა, მათ შორისა იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 12 პოლიტიკური პარტია იყო რეგისტრირებული.