მინდა, მივმართო ძალოვანი სისტემის, გდდ-ს და სხვა თანამშრომლებს, თქვენ დღეს დადექით კონკრეტული არჩევანის წინაშე. უნდა აირჩიოთ ან ქართველი ხალხი, ან ივანიშვილის მსახურება, დღეს ჩვენ აქ ვიდგებთ, მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"ვთხოვ ყველას, მამაკაცური ძალა მხოლოდ იქ და ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება. ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც წინ დაგვდხვდება, დავუსვამთ ერთადერთ შეკითხვას, ვისკენ ხართ, ხალხისკენ, კონსიტუტიციისკენ თუ ივანიშვილისკენ? სამშობლოსკენ თუ რუსეთისკენ? მხოლოდ ის იქნება აღქმული ჩვენს მიერ პოლიციელად, რომელიც სწორ პასუხს გასცემს, რომ ემსახურება ქართველ ხალხს, სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი მიდგომა, მორჩა ლაი-ლაი, ბოდიალი, ბიძინას მონობა, ჩმორობა. ყველას ვთხოვ, მამაკაცური ძალა გამოირჩეს, ქალბატონები აქ უნდა იდგეთ. გამოდით მამაკაცური ძალა ბარათაშვილის პარკისკენ. შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“, – განაცხადა ზოდელავამ.