რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. სტუდენტების მარში, რომელიც თსუ-ის პირველი კორპუსიდან დაიწყო, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
პროტესტის მონაწილეებს სრულად აქვთ გადაკეტილი რუსთაველის გამზირი. გადაკეტილია თავისუფლების მოედანიც.
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც აქციის ორგანიზატორები განცხადებების გაკეთებას გეგმავენ. არსებული ინფორმაციით, პროტესტის ძირითადი ნაწილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ გაიმართება.
დღეს უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეა.