საკმარისი აღარაა, უბრალოდ ვაღიაროთ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, ასევე უნდა შევახსენოთ ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, გავუწოდოთ ხელი ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა.
"საკმარისი აღარაა, უბრალოდ ვაღიაროთ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, ასევე უნდა შევახსენოთ ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, გავუწოდოთ ხელი ქართველ ხალხს და მათ წვდომას ევროპის საბჭოს მექანიზმებზე, როგორიცაა, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. და მოვუწოდებთ ამ ორგანოებს, გაააქტიურონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლი, ასევე კონვენციის 33-ე მუხლი, რაც საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს ორგანოებს, განახორციელონ მეტი ზეწოლა, რათა საქართველომ შეცვალოს დემოკრატიული წესრიგის კურსი, დემოკრატიის ნგრევა, რომლის მოწმენიც ვართ", - განაცხადა ჩუდიჩმა.
საბინა ჩუდიჩმა 4 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს.
"თუ შევხედავთ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ახლოვდება - ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა არ ექნება. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც იმყოფება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, და მეორე - თანამშრომლობა არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან არჩევნების დაკვირვებაზე. ოდირისთვის მოწვევა გვიან გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმა საჭირო უარი თქვა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი არ მიიწვიეს არჩევნებზე დაკვირვებისთვის”, - თქვა მან.
ჩუდიჩმა, ასევე ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე.
ჩვენ ვხედავთ სფეროს, სადაც ჟურნალისტური თავისუფლება დახშულია და კვლავ ვხედავთ ჟურნალისტებზე თავდასხმებს.
მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებებით ციხეში ზის. 60-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია და მათი საბანკო ანგარიშები თავდასხმის ქვეშაა. ბოლოს ანგარიშები გვქონდა იანვარში, აპრილში. გვქონდა განხილვები მონიტორინგის კომიტეტში. ჩვენ ახლა გვაქვს დებატები რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მხარდაჭერისკენაც მოგიწოდებთ. ამჯერად, ჩვენ აღარ შეგვიძლია უბრალოდ ვაღიაროთ დემოკრატიული უკუსვლა, არამედ უნდა შევახსენოთ ევროპის საბჭოს ყველა ორგანოს ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, რომ გავუწოდოთ ხელი ქართველ ხალხს და მათ წვდომას ევროპის საბჭოს მექანიზმებზე, როგორიცაა, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მოვუწოდოთ ამ ორგანოებს, აამოქმედონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლი, ასევე 3,33-ე მუხლი, რათა ევროპის საბჭოს ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, უფრო მეტი ზეწოლა განახორციელონ საქართველოს დემოკრატიულ კურსზე დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჩუდიჩმა.
სტრასბურგში, ევროსაბჭოში გამართული დებატების შემდეგ, საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღეს.