კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს - კახა კალაძის რეიტინგი 65%-ზე მაღალია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია მათი დაკვეთით ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებს არ აქვეყნებს, რადგან მარცხის აღიარება არ უნდათ.
„ჩვენ ვიცით, რომ 60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით. თბილისში დაახლოებით 55%-ია ჩვენი პარტიული შედეგი და შეიძლება 60%-მდე მივიღოთ უშალოდ თბილისში პარტიული ხაზით. რაც შეეხება კახი კალაძის რეიტინგს, 65%-ზე მაღალია კახი კალაძის რეიტინგი. ასევე, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. ასეთ დროს, შეუძლებელია მათთვის [ოპოზიციისთვის] კვლევების გამოქვეყნება. მაშინ წინასწარ უნდა აღიარონ საკუთარი მარცხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.