„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, გრძელდება ორგანიზაცია “რუსთაველის გამზირის” ორგანიზებით დაწყებული კამპანია - 4 ოქტომბრის მოსაწვევების დარიგება.
მათივწე ცნობით, გიორგი ბოტკოველმა და გიგი გიგიტელაშვილმა თელავში გაზეთები და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მოსაწვევები დაარიგეს და ხალხს 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, 4 ოქტომბერი არის დღე, როცა ხალხის პროტესტით უსამართლო რეჟიმი,უნდა დაიმსხვრეს.
“ძალიან მარტივია პასუხი კითხვაზე რატომ უნდა შევიკრიბოთ 4 ოქტომბერს. ჩვენ, “ნაციონალურ მოძრაობას” 13 წლის განმავლობაში არცერთი ბრძოლა არ გამოგვიტოვებია, არცერთი არჩევნები, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები, აღარ არსებობს და ამ ყველაფრის გამოსავალი არის პროტესტი ხალხის, სამართლიანი ადამიანების პროტესტი, რომლებიც შეიკრიბებიან ძალიან ბევრი 4 ოქტომბერს. კახეთში ყველას კარგად გვახსოვს 13 წლის წინ, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში რა დაპირებები გასცა, რა მეთოდებით და ბარბარე რაფალიანცის საქმის გახსენებაც კი შეგვიძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივანიშვილმა არასამართლიანი მეთოდებით, წესებით მოიპოვა ქვეყნის სადავეები და სწორედ ამიტომ 4 ოქტომბერს ყველა უნდა შევიკრიბოთ ქვეყნის მთავარ გამზირზე და დავამარცხოთ ის რეჟიმი, რომელმაც ადამიანები გააღატაკა, მათ დაჩაგვრას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას დაუკარგოს სუვერენიტეტი.” - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.