მეგობრებო, გადარჩენის ბოლო შანსი მაშინ გვექნება, როცა ბოლოჯერ ამოვისუნთქებთ. ვიბრძვით გამარჯვებამდე. „ან ახლა ან არასდროს“ ინფანტილური ფეხების ბაკუნი ზრდასრულ ადამიანებს არ გვიხდება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ ფეისბუქპოსტს აზიარებს, რომელშიც ექსპრეზიდენტი წერს: 4-ში ჩამოსვლა, მისვლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ბოლო შანსი, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვეცემა, თუ საერთოდ მოგვეცა. ამიტომ გთხოვთ, მივიდეთ 4-ში და დავდგეთ ბოლომდე! თავისუფლება ან ახლა, ან არასდროს“.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, მტკიცედ უნდა იდგნენ და გაიმარჯვონ სახელოვნად.
„ჩვენ უნდა ვიდგეთ მტკიცედ ბოლომდე და გავიმარჯვოთ სახელოვნად, როცა არ უნდა გავიმარჯვოთ.
პ.ს. „მესამე პრეზიდენტს ვკლავთ“, „გადამარჩინეთ თორემ ინანებთ“, ამ სამარცხვინო ისტერიკის შემოქმედს, იმედი მაქვს, სათანადო ადგილს მიუჩენს ბრძენი ქართველი ხალხი ამ ისტერიკის გამოც“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.