შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდგადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 1960 წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბ.დ. დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ. სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.