“იმ ძალოვნების უდიდესი ნაწილიც, რომლის იმედიც დღეს ბიძინას აქვს, ზუსტად იცოდეთ, რომ ბოლო მომენტში, იქნება თავისუფლებისმოყვარე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი და გულანთებული ხალხის მხარეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
"4 ოქტომბერს ჯერ რომ არ ყოფილა იმდენი ხალხი გამოვა რუსთაველზე ქუჩაში იქნება ამ ქვეყნის ასობით ათასი გულანთებული, პატრიოტი, თავისუფლებისმოყვარე ადამიანი, რომელიც მზადაა დაიცვას ჩვენი სამშობლოს თავისუფლება, ღირსება და ევროპული მომავალი ხალხმა იცის, რომ გეგმა ერთია - საერთო ეროვნულ შეკრებაზე, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მისვლა, მშვიდობიანი, მტკიცე და გონიერი მოქმედებები და გამარჯვება და არაფერი სხვა გამარჯვების და ივანიშვილის რეჟიმის სახლში გაშვების გარდა!!! იცოდეთ, რომ თუ გამოვდივართ ბევრნი (და აუცილებლად ძალიან ბევრნი ვიქნებით!) ივანიშვილის და რუსული რეჟიმის ვერცერთი გეგმა თუ თვალთმაქცობა ვერ იმუშავებს (ხალხის დაშლა და დარბევა, ივანიშვილის მოთქმა და ტირილი, რომ კიდევ ერთი წელი ვაცადოთ და ყველაფერს გამოასწორებს, პრემიერად წოდებული კობახიძის და მთავრობის გადაყენება, ახალი "არჩევნების" გაზაფხულზე დანიშვნა და ა.შ.), კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვიქნებით ასობით ათასი და გამარჯვება უპირობოდ იქნება ხალხის. იმ ძალოვნების უდიდესი ნაწილიც, რომლის იმედიც დღეს ბიძინას აქვს, ზუსად იცოდეთ, რომ ბოლო მომენტში, იქნება თავისუფლებისმოყვარე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი და გულანთებული ხალხის მხარეს. იმდენად არ სურს ძალოვნების უდიდეს ნაწილს ხალხთან დაპირისპირება (არ ვგულისხმობ გაზულუქებულ, ფულსდახარბებულ, ბობოლა მაღალჩინოსნებსა და ხელმძღვანელობას), რომ მათ "სამოქმედო გეგმას" თავად "საიდუმლოდ" გვიზიარებენ, რომელიც მათი მტკიცებით ისედაც განწირულია თუ დიდი რაოდენობის ხალხი გამოვა რუსთაველზე ამ დოკუმენტებს ვდებ მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რა მცირე რამეზე დგას ივანიშვილის რუსული რეჟიმი და როგორი შეზღუდულია მისი რესურსები, მაშინ როდესაც მეორე მხარე ვდგავართ და ვიდგებით ერთმუშტადშეკრული ანწუხელიძის საქართველო!!!!
ყველაფერი მაგრად იქნება!!!ძალა ერთობაშია!!!
ძალა ხალხშია!!!
4 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი!!!", - წერს ნადირაძე.