ჭუბერში ავარიას ცოლ-ქმრის სიცხოცხლე ემსხვერპლა. ირკვევა, რომ მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
ამ დროისთვის მდინარიდან ორივე ცხედარი ამოყვანილია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.