ბრავო! მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. პროევროპული საქართველო თქვენს გვერდით დგას და მისი წინააღმდეგობა რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ უცვლელი დარჩება!“- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ხმების 49.95 %-ით ლიდერობს, დათვლილია ხმების 99.38 %.