საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდს „გადამწყვეტ გამარჯვებას“ უსურვებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს“.
„ვუსურვებ მაია სანდუს გადამწყვეტ გამარჯვებას. საქართველო იმავე ბრძოლაშია დემოკრატიისა და ევროპისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება.
მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 101 დეპუტატს აირჩევენ. კენჭისყრაში ოცდაორი კანდიდატი მონაწილეობს: 14 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.