გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნებისა და ირანის მოლაპარაკებები, ბირთვული პროგრამის შესახებ ჩაიშალა, თეირანის წინააღმდეგ გაერო-ს დონეზე უფრო ფართო სანქციები დაწესდება. ამის შესახებ ვადეფულმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ შევთავაზეთ მრავალი შესაძლებლობა ახალი, მოლაპარაკების შედეგად გადაწყვეტის მისაღწევად, მაგრამ მათ (ირანის ოფიციალურმა პირებმა) ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს“, - თქვა მან.
ამასთან, ვადეფულის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, დიპლომატიისთვის ადგილი ყოველთვის იქნება.
და დასავლეთს შორის დაძაბულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.
აგვისტოს ბოლოს, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებიც ირანის ბირთვული შეთანხმების ევროპული გარანტები არიან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახალი დაწესების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გასულ კვირას გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო სანქციების შემდგომი შეჩერების შესახებ რეზოლუციის მიღება.