საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელარუსის საგარეო უწყების თანახმად, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ქართველ კოლეგა, მაკა ბოჭორიშვილთან გამართა შეხვედრა.
"განხილულ იქნა საერთაშორისო დღის წესრიგის რიგი საკითხები, ცალკე განიხილეს თანამედროვე გამოწვევებისთვისა და საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის თემა.
რიჟენკოვმა ქართულ მხარეს წარმატება უსურვა საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაში”, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეოს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ბელარუს კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე.