25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.03 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1863 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.42 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6475 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.54 თეთრი შეადგინა.