თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, შსს-ში სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გასრულასთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
მისივე თქმით,დაკავებულია ერთი პირი, დაწყებულია გამოძიება 2 მუხლით, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი.
"შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება, გამოვცხადდით ადგილზე და მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ.
დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ არის დასრულებული და დაზუსტებით ვერ გეტყვით, ცეცხლსასროლი იარაღი არის თუ არა ამოღებული. ახლა მიმდინარე პროცესია, დასრულდება შემთხვევის ადგილის დათვალიერება და გამოძიების პროცესში დაზუსტებას გეტყვით", - "ფორმულას" ცნობით, განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ფოტო: "ფორმულა"