გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც მან სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
ფიშერის თქმით, დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა.
გერმანიის ელჩმა ქართულ მედიასთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ " მკაცრად უარყოფს უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, მისი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული".
მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამონისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროსში დაიბარეს.
შევალ და მოვისმენ რას მეტყვიან. მაგრამ ასევე მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული.
ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან"- განაცხადა ფიშერმა, რომლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.