თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, გვიან ღამით, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ინფორმაციას მოქალაქე ლაშა შეროზია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აფეთქების შედეგად დაზიანდა ლაშა შეროზიას სახლი. დაზიანდა ასევე კომერციული ფართი.
საგაგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს აფეთქების შედეგად ერთი ადამიანის დაშავებას.
"ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას.
წუხელ ჩვენ წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა, გადარჩა საბრდნიეროდ. ამის შემდეგ, ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი, სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-თქო, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო, რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთქება და ნგრევა", - წერს შეროზია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი: 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით დაიწყო. შსს იძიებს უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.