87 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელგანთქმული იტალიელი კინომსახიობი კლაუდია კარდინალე.
მედიის ინფორმაციით, ლეგენდარული მსახიობი საკუთარ სახლში, პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ნემურში გარდაიცვალა, ოჯახის წევრების გარემოცვაში.
კარდინალემ სახელი გაითქვა ფედერიკო ფელინის 1963 წლის ფილმში "რვანახევარი", რომელშიც მან მარჩელო მასტროიანისთან ერთად ითამაშა. ამ ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდი, "ოსკარი" მიიღო.
კლაუდია კარდინალე მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა "ლეოპარდი", "როკო და მისი ძმები" და სხვა.