სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს.
პოლიციამ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა.
ნარსიას 15-დღიანი პატიმრობა ორი დღის წინ, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა.
აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან.