აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა სამი რუსული MiG-31-ის ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო.
ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რუსული გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ტრამპმა აღნიშნა:
ტრამპი რუსული მიგ-31-ების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად:
„მე ეს არ მომწონს. ეს შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. ეს უნდა შევამოწმო. მალე გავეცნობი“.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს სამმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიჰალმა განაცხადა, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო, ესტონეთი ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს.