„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ნინო ევგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე იკითხება.
ნინო ევგენიძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება ფარსია.
„როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიც“ და მე, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დაბარებული ვარ ამ რაღაც კომიკური პირბადეების საქმეზე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებული არ ყოფილა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ, ცხადყოფს იმას, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ ყბადაღებულ პირბადეს იყიდი, თუ... ეს არის ფარსი და ემსახურება მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ საშუალება დავეხმაროთ ჩვენ ხალხს, რომელსაც მე პირადად და ჩვენი ორგანიზაცია ისევე, როგორც ქართული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამას 23 წლის გამავლობაში ვაკეთებთ. ამ მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაცია გახლავთ“,- განუცხადა. ნინო ევგენიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს/
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: - “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", “დემოკრატიის მცველების", “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის", “საფარის", “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.