შსს-მ არასრულწლოვანი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირების გამო დააკავესა გაათავისუფლეს, თუმცა დაიწყო სხვა გამოძიება ძალადობის მუხლით.
შსს-ს ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა რომ იარაღი, რომელიც მან დემონსტრანტებს ბესიკის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში დაუმიზნა, პნევმატიკური იყო.
15 სექტემბერს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავა.
უწყება წერდა, რომ თვითმხილელების ცნობით, მან აქციის მონაწილეებს იარაღი დაუმიზნა.
არასრულწლოვანი მოქალაქე ლევან ჯობავამ განაიარაღა და მისივე თქმით, იარაღი პოლიციას გადასცა, რის შემდეგაც პოლიცია მას საათზე მეტი დროის განმავლობაში ადვოკატის დაუსწრებლად კითხავდა.
ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, შსს-მ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.
"უკვე დღევანდელი ინფორმაციით, დავით გრძელიძე დაკავებული არ არის არც ბრალი აქვს წარდგენილი. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატიკურია, გამოძიება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.
თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძვ. თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით, გუშინდელი მოტივაცია ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმის გამომძიებლები სვამდნენ, გასაგები ხდება" - წერს ჯიქია სოციალურ ქსელში.
ლევან ჯობავა სოციალურ ქსელში წერს, რომ "იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე მაკაჩავა პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა!"
"ნახე ძამი როგორ ხდება?
იარაღი "პნევმატურია", იარაღიან ტიპს ბრალი არ აქვს წარდგენილი და თავისუფალია, მე გავანეიტრალე და მე მაკაჩავა პოლიციამ და საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა!
მოკითხვა ქოცებთან მომთბარ, გასუსულ "კაი ხალხს" განსაკუთრებით ტელევიზიიდან და რაგბის "ოჯახიდან".
არც ცემის შემშინებია, არც გაშავების და არც დაკავების!
ქოცებს ისეთი ხალხი ჰყავთ უსამართლოდ დაჭერილი არაფერი გამიკვირდება და პატივიც იქნება!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს !
ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს ლევან ჯობავა სოციალურ ქსელში.