უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უგულებელყოფს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებებს, მის მიერ დაწყებული ომი დაასრულოს.
„რუსები მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ესხმიან თავს, მაშინ როცა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით შეერთებული შტატები მშვიდობისკენ მოუწოდებს.
ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკვლელობების შეჩერების შესახებ და დავეთანხმეთ დიპლომატიის განახლებისთვის ყველა წინადადებას. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პოზიცია რუსეთში არ ესმით“., - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ნიშნავს უკრაინის გამაძლიერებელი ინიციატივების, კერძოდ, PURL პროგრამის, ერთობლივი იარაღის წარმოებისა და უსაფრთხოების გარანტიების დასრულების უფრო აქტიურ განხორციელებას.
„მაგიდაზე არის მასშტაბური შეთანხმებები დრონებისა და იარაღის შესყიდვაზე, რომლებიც უკრაინამ ამერიკას შესთავაზა. საჭიროა გადამწყვეტი ქმედებები, რათა საბოლოოდ დავარწმუნოთ რუსეთი დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე დათანხმდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.