აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.
„ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობის უზრუნველყოფას. და მე ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მოხდება,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის ლიდერით, ვლადიმირ პუტინით.
„მეგონა, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე მარტივი გზა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გზით იქნებოდა. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ“, - თქვა ტრამპმა.
მან ასევე გაიმეორა თავისი თეზისი, რომ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობები საშინელია: „გამოდის, რომ ეს ყველაზე რთული რამ არის“.
„პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის საშინელი ურთიერთობაა. ვგულისხმობ, რომ ეს დიდად არის დამოკიდებული ურთიერთობაზე. მათ ერთმანეთი ნამდვილად არ უყვართ... მათ ერთმანეთი სძულთ. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. ვფიქრობ, გამოსავალს ვიპოვით,“ - განაცხადა ტრამპმა.